სოფლის მეურნეობა
12/10/2021

2022 წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიუჯეტიდან ₾577 მლნ-ს მიიღებს

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 577 მლნ ლარია გამოყოფილი, - ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

სამინისტროს ბიუჯეტი 51 მლნ ლარით მცირდება, ძირითადად რთველის სუბსიდირების პროგრამის შემცირების ხარჯზე.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სურსათის უვნებლობის და მცენარეთა დაცვის ნაწილში გამოყოფილია 54,5 მლნ ლარი, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების განხრით 84 მლნ ლარია გათვალისწინებული, ერთიანი აგროპროექტის ნაწილში გათვალისწინებულია 258 მლნ-მდე ლარი, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისა და მისი მოვლა-შენახვისთვის 92 მლნ ლარი დაიხარჯება, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დაფინანსება შეადგენს 18,2 მლნ ლარს. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფინანსება 27 მლნ. ლარზე მეტია, სატყეო სისტემის დაფინანსებისთვის გამოიყოფა 9,8 მლნ ლარი, ხოლო მიწის მართვის და მიწათსარგებლობის მოინიტორინგის ფარგლებში გათვალისწინებულია 2,9 მლნ. ასევე, 3 მლნ ლარია გათვალისწინებული გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფინანსებაზე.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია. სამინისტრო გააგრძელებს კომიტეტებთან და სამინისტროებთან მუშაობას და საბოლოო ვერსიაში მაქსიმალურად იქნება ასახული კომიტეტების და სამინისტროების წინადადებები.

კომიტეტებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს იმ დათქმით, რომ შემდეგი განხილვისას გათვალისწინებული იქნება გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023