სოფლის მეურნეობა
22/02/2021

10-წლიანი რეკორდი - ექსპორტზე 40 000 ტონა ქართული მანდარინი გავიდა

ქართულ მანდარინზე მოთხოვნა გაზრდილია.

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 39.3 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 10-წლიანი რეკორდია (მარკეტინგული წლები).

მანდარინის ექსპორტიდან ქვეყანამ ამ პერიოდში 19.1 მლნ დოლარი მიიღო.

წლიურად ექსპორტი 25%-ით არის გაზრდილი, საექსპორტო შემოსავლები კი 17%-ით.

ყველაზე მაღალი მოთხოვნა ქართულ მანდარინზე რუსეთშია, 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტიც ძირითადად რუსეთში (22.6 ათასი ტონა) გავიდა, მეორე პოზიციაზეა სომხეთი (8.9 ათასი ტონა), მესამეზე კი უკრაინა (5.3 ათასი ტონა).

ამ ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022