საზოგადოება
22/03/2022
ზურაბ აზარაშვილი: საქართველოში უკვე 50-მდე თურქული მედიკამენტია შემოსული
საქართველოში უკვე 50-მდე დასახელების თურქული მედიკამენტი შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აქტიურად გრძელდება ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც. ყოველდღიურად იზრდება აფთიაქების რაოდეობაც, სადაც თურქული მედიკამენტებია ხელმისაწვდომი.
"აქტიურად გრძელდებოდა ახალი მედიკამენტების რეგისტრაციას, მაგრამ ჩვენ ტექნიკური შესაძლებლობა ვნახეთ, რომ ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელი იყო პროაქტიულად დაგვერეგისტრირებინა, განაცხადების გარეშე დავარეგისტრირეთ. ფარმაცევტულ გაზარსაც შეუძლია თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანოს მედიკამენტები და ეს მედიკამენტები უკვე რეგისტირებულია პარალელური რეჟიმით", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.