ზურაბ აზარაშვილი: პანდემიის დასასრული შორს არ არის
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველოში კოვიდ სტატისტიკა დამაკმაყოფილებელია.
ზურაბ აზარაშვილი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პამდემიის დასასრულს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.
"ვიმედოვნებ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს. დღეისათვის მნიშვნელოვანია გაუმჯობესებაა ყველა პარამეტრში. მინიმუმამდეა დაყვანილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ასევე, ინფიცირების გამოვლენის მონაცემი შემცირებულია. ამ ტენდენციით პანდემიის დასასრული შორს არ უნდა იყოს",- განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა დარჩენილი შეზღუდვების მოხსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეგულაციის გაუქმება ჯერჯერობით არ იგეგმება.
"ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებს და ისინი ჯერჯერობით არ აპირებენ ამ რეგულაციის მოხსნას. შესაბამისად, ამას ჯერჯერობით არც ჩვენ ვგეგმავთ",- განმარტა მინისტრმა.