საზოგადოება
01/08/2022

ზურაბ აზარაშვილი: მედიკამენტზე ფასი მკაცრად განისაზღვრება

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემა დაინერგება.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან მედიკამენტებზე ფასი სამართლიანი იყოს. 

"აქტიურად ვმუშაობთ და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ეს არის ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვაობის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რათა ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები იყოს სამართლიანი. 

რეფერეტული ფასების პროექტის ფარგლებში ჩვენ დავადგენთ ქვეყნებს. შეიძლება იყოს 5, 10 ან 15 ქვეყანა. მათ სხვადასხვანაირი შერჩევა აქვთ. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს ამას, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც. ეს არის კარგი პრაქტიკა ფასწარმოქმნისთვის. 

ჩვენ ამ შერჩეული ქვეყნებიდან გამომდინარე, დავადგენთ საორიენტაციო მინიმალურ ფასს, რომელსაც დაემატება სამართლიანი მარჟა დისტრიბუციისთვის საქართველომდე, აფთიაქამდე და ამის შემდეგ დაემატება საცალო მარჟა, რასაც ჩვენ განვუსაზღვრავთ. ამ მარჟის და საწყისი ფასის პირობებში, რა მაქსიმალური ფასიც გამოვა კონკრეტულ ნივთიერებაზე, იმის დაწესება შეეძლება აფთიაქს. უფრო ძვირად ისინი ვერ გაყიდიან. 

მაგალითად, ზოგიერთი წამალი, რომელიც ღირს 10 ლარი და ზუსტად იგივე წამალი, ოღონდ სხვა დასახელებით და იგივე აქტიური ნივთიერებით იყიდება 10-ჯერ ძვირად - ასეთი რამ აღარ მოხდება. ფასი იქნება მკაცრად განსაზღვრული, რომელშიც იქნება როგორც დისტრიბუციის მარჟა და მოგება, ასევე საცალო ქსელის მარჟა და მოგება", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023