საზოგადოება
04/04/2022

ზურაბ აზარაშვილი: 3000-მდე სოციალურად დაუცველი სატყეო, სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე 3 000-მდე შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა დასაქმებული. 

მისი ინფორმაციით, ისინი მუშაობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ისეთ სამუშაოებზე, როგორიცაა ბაღში დამხმარე, საოფისე სამუშაოები. ტყეში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები - ტყის მოვლა, შეწამვლა. დასაქმებულები არიან აგრეთვე სამშენებლო სამუშაოებზე. 

შეგახსენებთ, სიციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებულია 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია. შესულია დაახლოებით 15 000-ზე მეტი აპლიკაცია. 3 000 კი, უკვე დაკონტრაქტებულია - მათ შესაბამისი შესაბამისი ხელშეკრულება გაუფორმდათ.