საზოგადოება
11/05/2022
ზურაბ აზარაშვილი: 1 კოვიდპაციენტის მკურნალობა 800-3000 ლარი ჯდებოდა
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის საავადმყოფოში მკურნალობა 800 ლარიდან 3 000 ლარამდე ჯდებოდა.
"ეს მკურნალობა სხვადასხვა კლინიკების მიხედვით განსხვავებული იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საყოველთაოსგან განსხვავებით კოვიდის შემთხვევაში ფაქტობრივად წარმოდგენილი დანახარჯების მიხედვით ვანაზღაურებდით, ეს თანხა ზოგ შემთხვევაში 800 ლარიდან, 2000-3000 ლარის ფარგლებში მერყეობდა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ.