საზოგადოება
24/12/2020

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა მოკლე ვადაში დასრულდება - გახარია

ზუგდიდის სტადიონთან დაკავშირებით თავის დროზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომები დაუშვა, მის გამოსწორებაზე ბევრი რესურსი დაიხარჯა - დროც და ადამიანური კაპიტალიც, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის  სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვისი ბრალეულობითაც შეფერხდა მშენებლობა.

„გამოსაძიებელია ეს საქმე, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. პირველ ეტაპზე ამხელა რესურსი იყო დახარჯული. ახლაც გარკვეული პროცესი მიმდინარეობს, ისე არ მიმდინარეობს, როგორც ზუგდიდელებს დააკმაყოფილებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სტადიონის მშენებლობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. მსგავსი, რომ არ განმეორდეს, ვეცდებით ყველას შესაბამისი პასუხი მოვთხოვოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.