საზოგადოება
17/03/2021
ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფი სხვადასხვა რაიონში განსხვავებული იქნება
ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფი სხვადასხვა რაიონში განსხვავებული იქნება. რა მეთოდოლოგიით დაიანგარიშებენ მას, ეს ჯერჯერობით უცნობია.
"რაიონებისა და ქუჩების მიხედვით განსხვავებული ტარიფები იქნება. ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით დაზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით გავრცელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ეს სისტემა მოწესრიგებული იყოს. ზონალურ-საათობრივი პარკირების ფარგლებში მოქმედებს 2 629 ადგილი, ხოლო ახალი ქუჩების დამატებით 2 400 ადგილი დაემატება. მომდევნო თვეების განმავლობაში სხვა რაიონებშიც გადავალთ",- აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ზონალურ -საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზეც ამოქმედდა.