საზოგადოება
04/08/2021

ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალი ფართოვდება

ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალი ფართოვდება. 

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შემდეგ ქუჩებზე გაკეთდება: 

გლდანში, მეტროსადგური ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 124 საპარკინგე ადგილი. 

სამგორის რაიონში მეტროსადგური ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე, პარკირებისთვის განკუთვნილია 119 ადგილი. 

საბურთალოს რაიონშიც ახალი ქუჩები ემატება, სადაც ზონალური საათობრივი პროგრამა ამოქმედდება, ეს არის დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის და ლორთქიფანიძის ქუჩები.

ჯამში 702 ახალი საპარკიგნე ადგილი შეემატება ზონალურ საათობრივი პარკირების პროგრამას. 

თბილისის მერის განცხადებით, საინფორმაციო ჯიხურები, სადაც რეგისტრაციის გავლა შეეძლება მოსახლეობას უფასო პარკირებისთვის, 1-ელი ივლისიდან უკვე ამოქმედდა და 1-ელ სექტემბრამდე იქნება განთავსებული ამ კონკრეტულ ქუჩებზე.

“ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც არეგისტრირებს ავტომობილებს, მათთვის უფასოა პარკირება, ასევე უფასოა შშმ პირთათვის, რომლებისთვისაც შესაბამისი ადგილებია გამოყოფილი. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, ელექტრომობილებისთვის, იმისთვის, რომ წავახალისოთ და რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს ქალაქში“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022