საზოგადოება
17/03/2021

ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირზეც ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზეც ამოქმედდება. გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ გააჟღერა.

"უკვე გვაქვს ქუჩები, სადაც ზონალური საათობრივი პარკირება მოქმედებს წარმატებით. ვაგრძელებთ ამ პროგრამის დანერგვას და შემდეგი ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები და მიმდებარე ქუჩები იქნება. განთავსდება 10 მუნიციპალური პავილიონი, სადაც მოქალაქეებს კუთვნილი მანქანების რეგისტრაციაში ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან",- აღნიშნა კალაძემ.