ზოიძე რეგულაციების აღსრულებაზე: არჩევნების გამო ბევრი რამ არ კეთდება ისე როგორც უნდა კეთდებოდეს
„არჩევნების გამო ბევრი რაღაცა არ კეთდება ისე როგორც უნდა კეთდებოდეს“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების აღსრულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას.
გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მთავრობამ წინასწარ გააცხადოს გეგმა ინფიცირების და სიკვდილიანობის რა მაჩვენებლების შემდეგ რა კონკრეტულ საპრევენციო ზომებს მიმართავს.
„ჩემი აზრით, მთავრობა უნდა გამოვიდეს და გვითხრას, რომ თუკი რეგულაციების დაცვა არ მოხდება, მოვლენები განვითარება ცუდი სცენარით და გვაჩვონოს მსოფლიოში არსებული ამის ნათელი მაგალითები. მაგალითები მათთვის, ვისაც ვირუსის არ სჯერა. აქვე მათ უნდა გააცხადონ გეგმა, რომელშიც იქნება საუბარი შემთხვევების კონკრეტულ ზღვარზე ან სიკვდილიანობის გარკვეულ მაჩვენებელზე კონკრეტულად რომელი შეზღუდვის დაწესება მოუწევთ,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.