საზოგადოება
18/04/2023

"ვმუშაობთ სხვადასხვა მექანიზმზე, როგორ გავაძლიეროთ კერძო სექტორის მონაწილეობა პროფესიულ განათლებაში"

განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრის რანგში ჟურნალისტების წინაშე პირველად წარსდგა და კითხვებზე პასუხისას, მან ერთერთ პრიორიტეტად პროფესიული განათლება დაასახელა.

„განათლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით ვიტყოდი პროფესიულ განათლებას და ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმიტომ, რომ მიმაჩნია, ესაა უმოკლესი გზა დასაქმებისკენ და შესაბამისად, აქტიურად ვმუშობთ სხვადასხვა მექანიზმზე, უფრო როგორ გავაძლიეროთ კერძო სექტორის მონაწილეობა განათლებაში და განსაკუთრებით პროფესიულ განათლებაში,“ - აღნიშნა ამილახვარმა.

მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში სამინისტრო წარმოადგენს დეტალურ ხედვას, თუ როგორ აპირებს უწყება უპასუხოს გამოწვევებს როგორც სასკოლო და უმაღლესი, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით.

 

Businesspartner