ვის რამდენით გაეზრდება პენსია - რას ითვალისწინებს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი
ფინანსთა სამინისტრო პენსიების მატებას უკვე აანონსებს, პენსიონრებს პენსია 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 20-25 ლარით მოემატებათ.
თუმცა 2021 წლის ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის და ის მხოლოდ პარლამენტშია წარდგენილი.
ბიუჯეტის კანონპროექტის მხიედვით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით 240 ლარამდე გაიზრდება, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით 275 ლარამდე იზრდება.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით;
"პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონრების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი", - განმარტავენ სამინისტროში.