Viber-ის 8 ფუნქცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში - ყოველთვიურად, 3,7 მილიონი მოსახლეობიდან, 1,7 მილიონი აქტიურად მოიხმარს აპლიკაციას. განურჩევლად იმისა, უკვე იყენებთ Viber-ს, თუ ახლა აპირებთ მის ჩამოტვირთვას, არსებობს 8 მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ.
Viber-ის არხები
ეს ფუნქცია განსაკუთრებულია არა მხოლოდ აბონენტებისთვის, არამედ ბლოგერებისა და ბრენდებისთვის, რადგან მისი საშუალებით, შესაძლებელია სიახლეების გაზიარება, ახალი მომხმარებლების მოზიდვა და მათი ინტერესების უკეთ გააზრება; ხოლო არხის აბონენტებს შეუძლიათ იპოვონ შესაბამისი, უნიკალური და საინტერესო კონტენტი, რომელიც ყველაფერთან ერთად, მათ კონფიდენციალურობის დაცვას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ თუ არხის ადმინისტრატორები გადაწყვეტენ Viber-ის არხის გასაჯაროებას, წევრების რაოდენობის გაზრდა, 1 მილიარდამდეა შესაძლებელი. ასევე, არხის ნებისმიერ ახალ წევრს შეუძლია ნახოს ჩეთის შეტყობინებების ისტორია - ის, თუ რა მოხდა მის დამატებამდე. Viber ქართველ მომხმარებლებს, ქართულენოვან არხს სთავაზობს - Viber საქართველო. არხზე გლობალურ სიახლეებსა და სახალისო პოსტებს, ქართულ ენაზე შეხვდებით.
ჩატბოტები
Viber, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი აპლიკაციაა. ბიზნესები მას კლიენტებთან ურთიერთობის გასამარტივებლად და დასახმარებლად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ჩატბოტები აერთიანებენ Viber-ის უახლოეს ტექნოლოგიურ განახლებებს. შედეგად კი, ბიზნესებს, მომხმარებელთან მომსახურებას უადვილებენ - მისი დახმარებით, ბიზნესს შეუძლია მკვეთრად გააუმჯობესოს მომხმარებელთა ჩართულობა და მთელი დღის განმავლობაში, აუდიტორიას ხელმისაწვდომობა შესთავაზოს.
Viber-ის ქართველი მომხამრებლებისთვის, სპეციალური ბოტებიც კი არსებობს. მაგალითად, Viber Quiz bot, რომელიც არხის წევრებს გასართობ ვიქტორინას და კარგი დროის გატარებას სთავაზობს!
ასევე, არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო ბოტები, რომლებიც საქართველოშიც აქტუალურია, მაგალითად MGames bot. ეს ჰიპერ-კაჟუალური თამაშების სამყაროა, სადაც შეგიძლიათ შეეჯიბროთ მეგობრებს და მოიგოთ სხვადასხვა პრიზები!
Viber Lenses
ლინზების საშუალებით, თქვენი ჩატი ბევრად საინტერესო გახდება! ფოტოების, ვიდეოებისა და GIF-ების დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ უნიკალური სივრცე. ამჟამად, Viber მომხმარებლებს ოთხი სხვადასხვა სახის ლინზას სთავაზობს. მყისიერი გაძლიერებული რეალობის (AR) ლინზები აფარებს სურათებს გარემოს თავზე, ყურადღების მიპყრობის ფილტრები ამატებს კრეატიულ ფენას თქვენს ვიზუალს, ექსპრესიული ნიღბები ზუსტად მიჰყვება თქვენი სახის მოძრაობებს და გალამაზების ფუნქციები აძლიერებს თქვენს სურათებს ისეთი შეხებით, როგორიცაა პომადა, რუჟა და მრავალფეროვანი თმის ფერები.
ვიდეო და აუდიო ზარები
Viber არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაუკავშირდეთ აპლიკაციის სხვა მომხმარებლებს. ვიდეო და აუდიო ზარის ფუნქცია, საშუალებას გაძლევთ მარტივად განახორციელოთ და მიიღოთ ზარები აპლიკაციაში. ამისათვის საჭიროა Viber-ის ჩამოტვირთვა და ინტერნეტის ჩართვა - წინ მთელი სამყარო გელოდებათ!
აღსანიშნავია, რომ ზარების რაოდენობა და დრო, შეზღუდული სულაც არ არის. უფრო მეტიც, ერთ ზარში, ერთდროულად 40 ადამიანის დამატებაა შესაძლებელი.
Viber Out
Viber-ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც განასხვავებს ამ აპლიკაციას სხვა პოპულარული პლატფორმისგან, ეს არის Viber Out. მისი საშუალებით, თქვენ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა მას Viber ჩამოტვირთული. ამ ეტაპზე, ეს სერვისი ფასიანია. Viber Our-ზე ზარების განსახორციელებლად, თქვენ უნდა შეიძინოთ სპეციალური პაკეტი ან შეავსოთ კრედიტი.
My Notes
My Notes, იგივე „ჩემი შენიშვნები“, ეს არის მხოლოდ თქვენთვის გამოყოფილი ჩატის სივრცე. ფუნქციის საუკეთესო ნაწილი? „ჩემი შენიშვნები“ ავტომატურად სინქრონიზდება ყველა თქვენს მოწყობილობაში! გადაუგზავნეთ შეტყობინებები საკუთარ თავს, გააკეთეთ ჩანაწერები ან შეინახეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ეს ჩატი მუშაობს ზუსტად ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა. აქ თქვენ შეგიძლიათ:
- შენიშვნების რედაქტირება (თუნდაც ის სხვა ჩეთიდან იყოს)
- ფოტოების, GIF-ების, სტიკერებისა და ვიდეოების შენახვა, ხმოვანი ჩანაწერების ატვირთვა
- ფაილების ატვირთვა
- შეტყობინებების გადაგზავნა* ჩატში
- ჩატის ზედა ნაწილში ჩანიშვის გაკეთება
შეტყობინებების თარგმნა
იცოდით, რომ Viber-ის ჩატში მიღებული ნებისმიერი შეტყობინება, შეგიძლიათ თქვენს მშობლიურ ენაზე (ან ნებისმიერ სხვა ათობით ენაზე) გადათარგმნოთ? ამისთვის საჭიროა, ხანგრძლივად დააჭიროთ შეტყობინებას, აირჩიოთ „თარგმნის“ ფუნქცია და ვუალა! თარგმნილი ტექტსი მყისიერად გამოჩნდება ორიგინალური შეტყობინების ქვემოთ.
მნიშვნელოვანია, რომ შეტყობინება ავტომატურად ითარგმნება იმ ენაზე, რომელიც Viber-ის ინსტალაციის დროს მიუთითეთ. თუ გსურთ, რომ შეტყობინება სხვა ენაზე გადაითარგმნოს, მაშინ, „თარგმნის“ განყოფილებიდან მარტივად შეძლებთ ენის შეცვლას.
შეტყობინებების გაქრობა
Viber შესაძლებლობას გაძლევთ აირჩიოთ რომელი ჩატი, ფოტო და ვიდეო დარჩება არქივში და რომელი წაიშალება მიმღების ტელეფონიდან. დიახ, თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, გაქრება თუ არა შეტყობინება მისი ტელეფონიდან, ვისაც ის გაუგზავნეთ.
თანაც, შესაძლებელია დროის მითითება, თუ წაკითხვიდან რამდენ ხანში - 10 წამში, 1 წუთში, 1 საათში თუ ნებისმიერ თქვენთვის სასყრველ დროს გაქრება თქვენს მიერ გაგზავნილი შეტყობინება. ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც პირად, ისე ჯგუფურ ჩატებში.