საზოგადოება
27/01/2021

ველოსიპედებზე მოთხოვნა 3-ჯერ გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე და მათ შორის საქართველოშიც 2020 წელს ველოსიპედებზე მოთხოვნა საშუალოდ 3-ჯერ გაიზარდა.

Georgian Bicycle Group-ის ინფორმაციით, პანდემიამ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე მოთხოვნა ყველა ქვეყანაში გააჩინა. მოთხოვნა გაიზარდა როგორც მექანიკურ, ასევე ელექტრო ველოსიპედებზე.

გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად კომპანიებმა მომხმარებელთათვის პროდუქციის დროული მიწოდება ვერ შეძლეს. ამის მიზეზად წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები სახელდება. მიწოდების ხარვეზები განსაკუთრებით პრობლემური იმ კომპანიებისთვის აღმოჩნდა, რომლებიც ველოსიპედებს აზიის ქვეყნებში უკვეთავდნენ. აქ შეკვეთის მიღების დრო 2 კვირიდან 365 დღემდეა გაზრდილი. გაძვირებულია ნედლეულიც, რაც ველოსპედების გაძვირების წინაპირობას აჩენს.

Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელის თქმით, მსოფლიო მიხვდა რომ ველოსიპედი არის წამყვანი, ყველაზე ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. "სწორედ ამიტომ 2022 წლამდე ყველა წამყვანი ბრენდების შეკვეთები უკვე დაჯავშნილია და უკვე ძალიან რთულია ახალი შეკვეთების მიღება", - განმარტავს ბექა კიკნაველიძე.

 

 

ფოტო: intelligenttransport.com