საზოგადოება
01/09/2022

ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, ვაზიანის შემოსავლელი გზის მშენებლობა გრძელდება. 

პროექტი ითვალისწინებს 3,7 კმ საავტომობილო გზის და 6 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას. ამ დროისთვის,  რკინაბეტონის მილების, სახიდე გადასასვლელებისა და მისასვლელებზე ყრილების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 64 მლნ. ლარამდეა.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა  3 მონაკვეთადაა დაყოფილი და აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე ლოტზე მიმდინარეობს.

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ  ტენდერი გამოცხადებული იყო ისეთი ფორმით, რომ პროექტის განხორციელებაში ქართულ კომპანიებს დამოუკიდებლად შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და ვაზიანის შემოვლით გზას სწორედ ქართული კომპანია აშენებს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორის ნაწილია.

არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. თბილისი-საგარეჯოს  გზა  ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და  თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. ახალი გზა კი სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც მოძრაობის უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023