საზოგადოება
18/10/2023

ვარკეთილში, ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, ახალ კორპუსს "ბიქეი კონსთრაქშენი" ააშენებს

ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქუჩის N18-ში 3-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიად შპს „ბიქეი კონსთრაქშენი“ გამოცხადდა.

"ამჟამად, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დასრულებულია. მომდევნო ეტაპზე, პერიმეტრის დახიმინჯება და ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. ოჯახებს, რომლებიც ქირით ჰყავს მუნიციპალიტეტს გაყვანილი, დავაბრუნებთ გარემონტებულ, თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა", - განაცხადა კახა კალაძემ.