ვარკეთილის ხევის რეაბილიტაცია იწყება
თბილისში ვარკეთილის ხევის რეაბლიტაცია იწყება. ადგილზე რეკრეაციული პარკი მოეწყობა.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.
"გამოცხადებული გვქონდა ტენდერი სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ადრე, წლების წინ იქ პარკი იყო, თუმცა დღეს იქ კატარსტროფული მდგომარეობაა. გაუბედურებული და განადგურებულია არსებული ტერიტორია, რომელიც 13 ჰექტარზეა გადაჭიმული. ვიწყებთ ვარკეთილის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და თბილისს კიდევ ერთი ძალიან მაგარი პარკი შეემატება. მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, მოედნები, ატრაქციონებით, სპორტული მოედნებით, ღია ამფითეატრით, შადრევნით. განახლდება ველობილიკი, საფეხმავლო ხიდი და ძაღლებსი სასეირნო მოეწყობა ცალკე. 2021 წლის ოქტომბერში უნდა დამთავრდეს სამუშაოები",- განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.