საზოგადოება
22/12/2020
"ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისას ბიუროკრატიული და ლოჯისტიკური ბარიერები არ შეიქმნება"
ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის დროს ბიუროკრატიული და ლოჯისტიკური ბარიერები არ შეიქმნება. ყველა პროცედურის გავლა დაჩქარებული წესით მოხდება, - ამის შესახებ დავით სერგეენკომ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა.
მისი განმარტებით, ვაქცინის შემოტანა არ შეფერხდება და ყველაფერი დაჩქარებული ტემპებით გაკეთდება.
„რაიმე წამლის ქვეყანაში შემოტანის დროს კონკრეტულ პროცედურებს მედიკამენტები გადის. ამის დაჩქარებული ვარიანტი ანუ ერთკვირიანი მოდელი ისედაც გვაქვს პრაქტიკაში, თუმცა გეტყვით, რომ დღეისათვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს“ -დავით სერგეენკო