საზოგადოება
28/12/2020

ვაქცინაციისთვის პირველი რისკ-ჯგუფები იდენტიფიცირებულია

პირველი რისკ-ჯგუფები უკვე იდენტიფიცირებულია, რომლებიც აიცრებიან, როდესაც ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

დეტალებზე უწყებათშორის კომისიის სხდომაზე ისაუბრეს.

როგორც ცნობილია, გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის პირველი პარტიის მიღებაზე გიორგი გახარიამ ჯანმპ-ს გენერალურ დირექტორთან ტედროს ადანომ გებრეისუსთან ტელეფონით ისაუბრეს. გებრეისუსმა განაცხადა, რომ რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

ქვეყანაში კვლავინდებურად გრძელდება ინტენსიური ტესტირების პროცესი, არსებული რეგულაციების ფონზე კი მოქალაქეების მიმართვიანობა შემცირებულია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ მოუწოდებს, ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტის გასაკეთებლად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს.