საზოგადოება
23/12/2020

"ვაქცინაცია მსოფლიოში გავრცელებული მოდელის მიხედვით მაღალი რისკ ჯგუფებით დაიწყება"

თუ შემოვა ის რაოდენობა ვაქცინის რაც ქვეყანას სჭირდება იქნება მასობრივი ვაქცინაცია, თუმცა სავარაუდოდ ამდენი ვაქცინის შემოტანა ვერ მოხერხდება - ამის შესახებ ვიცე სპიკერმა დავით სერგეენკომ "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" ისაუბრა. მან განმარტა, რომ თუკი საჭირო ოდენობების შემოტანა პირველ ეტაპზევე ვერ მოხდა ასეთ შემთხვევაში პირველები ამ პროდუქტით ისინი ისარგებლებენ, ვინც დაინფიცირების მარალი რისკის ქვეშააა.

C ჰეპატიტი მასშტაბით ცოტა პატარა იყო, მაგრამ ლოგიკა იგივეა. ანუ ვმსჯელობდით რა ლოგიკით მოგვეხდინა ვაქცინაცია. ვინც პირველი მოვა იმას ჰქონდეს ეს შესაძლებლობა თუ რაღაც ნიშნის მიხედვით შევარჩიოთ. C ჰეპატიტის შემთხვევაში შევჯერდით იმ მოდელზე რაც იყო დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში პროცესი იმდენად დინამიურია, რომ იგივე მოდელი არ გამოდგება. შესაბამისად აქ გვჭირდება ლოგიკა, რომელიც გულისხმობს იმ ადამიანების ვაქცინაციას, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ არის. ის ადამიანები, ვისაც თუნდაც სამსახურეორივად ხშირად უწევთ ინფიცირებულებთან კონტაქტი. ასეთები არიან ექიმები და კლინიკების თანამშრომლები. ასევე რისკის ქვეშ არიან მოხუცებულთა თავშესაფრით მოსარგებლეები. და კიდევ ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებების გამო სჭირდებათ მაგალითად დიალეზი ან სხვა სახის ტექნოლოგიური დახმარებები. ანუ ჩვენთან შერჩევა მოხდება მსოფლიოში გავრცელებული მოდელის მიხედვით მაღალი რისკ ჯგუფების გათვალისწინებით,“ - დავით სერგეენკო.

Businesspartner