საზოგადოება
06/04/2022

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება 

უნივერსიტეტი-ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო გზა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური სამუშაოების გამო, 7 აპრილს მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, საბაგირო გზა მგზავრთა მიღებას განაახლებს 8 აპრილს, დადგენილი სამუშაო განრიგით - 08:00-დან 20:00 საათამდე.