უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია მიიღო, საქართველომ - წევრობის პერსპექტივა
ევროკომისია უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას რეკომენდაციას უწევს, საქართველომ კი ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიიღო და სტატუსისთვის კონკრეტული პირობები აქვს.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში შედგენილია პრიორიტეტების სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც შესაძლებლობა იქნება იქნება საშუალება კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიღწევა.
როგორ ევროკომისარმა აღნიშნა, უპირველესად საქართველოში პოლარიზაციის დასრულებაა მნიშვნელოვანი.
„ჩვენ გვსურს პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის შუამავლობით. საკითხი მოიცავს ასევე მართლმსაჯულების რეფორმასაც. გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა კი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. გვჭირდება ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გრანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა.