საზოგადოება
28/02/2022

უკრაინა-რუსეთის ომი და TBC Capital-ის ორი სცენარი – დროული თუ დაგვიანებული გადაწყვეტა

TBC Capital-მა უკრაინა-რუსეთის ომის ორნაირი სცენარის, მოსალოდნელი ქმედებებისა და საერთაშორისო დაშვებების შესახებ, მთავარი ეკონომისტის ანგარიში გამოაქვეყნა.

პუბლიკაციის მიხედვით, შედარებით ხანმოკლე კონფლიქტის შემთხვევაში, სცენარი ასეთია:

  • უკრაინის ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა საბრძოლო მოქმედებები აღარ გრძელდება.
  • რუსეთის მიმართ წესდება სანქციები, მაგრამ რუსეთი აგრძელებს ენერგორესურსების ექსპორტს. SWIFT-დან ძირითადი ბანკების გათიშვა დროებითია.
  • ხდება სხვა სანქციების მხოლოდ ეტაპობრივი შერბილება.
  • 2014-2015 წლების შოკისაგან განსხვავებით, ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასები მაღალია, რაც ორივე ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 105 დოლარს აღწევს, წლის ბოლოსაკენ კი 85 დოლარამდე მცირდება.

ეს სცენარი, TBC Capital–ის წინა შეფასების მსგავსია, თუმცა ეკონომიკის ზრდაზე და ვალუტებზე უფრო მეტი ნეგატიური ზეგავლენით.

ამასთან მოსალოდნელია, რომ 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა - 10-15%-ით, ხოლო რუსეთის დაახლოებით 4%-ით მცირდება. რუბლი და ჰრივნა კი 30 და 20%-ით უფასურდება, საწყის პერიოდში შესაძლო კიდევ უფრო მეტი გაუფასურებით, განსაკუთრებით რუბლის შემთხვევაში. საერთაშორისო დაშვებები ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

მეორე სცენარი – დაგვიანებული გადაწყვეტა

  • კონფლიქტი კვარტალზე მეტი პერიოდის განმავლობაში გრძელდება.
  • სანქციები საკმაოდ მძიმეა, SWIFT-დან გათიშვისა და ენერგორესურსების ექსპორტის ჩათვლით.
  • რუსეთის შიდა საანგარიშსწორებო სისტემა, კრიპტოვალუტები და სხვა ტექნოლოგიები SWIFTის ალტერნატივას ვერ ასრულებს, თუმცა ქვეყნის შიგნით გადახდები შეუფერხებლად გრძელდება.
  • სანქციების ზეგავლენის შერბილების მიზნით, ჩინეთის მხარდაჭერას ადგილი არ აქვს და რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტის ნახევარზე მეტს კარგავს.
  • ქვეყნის საერთაშორისო აქტივების ნახევარზე მეტი დაყადაღებულია და რუსეთი შოკის მიტიგაციისათვის მხოლოდ მათ ნაწილს იყენებს.
  • აშშ და ოპეკი ზრდიან ენერგორესურსების მიწოდებას.
  • თუმცა, ფასები მაინც იზრდება. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 150 დოლარს აღწევს და წლის ბოლოსაკენ 120 დოლარის ფარგლებში განისაზღვრება.

ამ სცენარში, უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 20%-ით, ხოლო რუსეთის 7-10%-ით მცირდება. რუბლი და ჰრივნა კი, 50 და 30%-ით უფასურდება განსაკუთრებით რუბლის შემთხვევაში უფრო მეტი დროებითი გაუფასურების მაღალი ალბათობით, – აღნიშნავს TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტი.