საზოგადოება
29/08/2023

უხვი ნალექის გამო მობილიზებულია სამაშველო

უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები დედაქლაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა. კონკრეტულად ყველაზე დიდი პრობლემებია გლდანის რაიონში, ასევე არის  კონკრეტული ქუჩები, სადაც ხეები დაზიანდა, დაიტბორა ტერიტორიები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქ ლაივში განაცხადა.

კალაძის თქმით, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.

„ცოტა მოგვიანებით მექნება ბრიფინგი და დეტალურად მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რას აკეთებს მერია, რა სამუშაოები ტარდება, რა ვითარებაა.

ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას.

დედაქალაქის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, არსებობს ცხელი ხაზი და ყველამ ადამიანს, ვისაც გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ და შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას. სამაშველო სამსახური მობილიზებულია, გვეხმარებიან. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022