საზოგადოება
14/12/2020

წყალტუბოს გენგეგმის კონცეფცია 90 დღეში ექნება

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციას კომპანია „ბაუ დიზაინი“ 90 დღის ვადაში წარმოადგენს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და შპს „ბაუ დიზაინის“ დირექტორმა მიხეილ ბალიაშვილმა  ხელი მოაწერეს.
 
კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ბაუ დიზაინი“ მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან შედგება.  გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან როგორც სამინისტროში აცხადებდნენ,  მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა ვერ წარმოაჩინა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა.