საზოგადოება
02/11/2022

წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ კომპანიებს სარეაბილიტაციო პროექტის ეფექტური განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში აქტიური მონაწილეობისკენ  მოუწოდა, 

"სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიან გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, პროექტის პირველ ეტაპზე, შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, დამონტაჟდება ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, მოწესრიგდება ტროტუარები და მოეწყობა საავტობუსო ზოლები. მინდა, კომპანიებს მივმართო, მიიღეთ მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი გამზირია და არსებული ვითარება სახარბიელო არაა. გვაქვს კონკრეტული მონაკვეთები, რომელიც ძალიან დაზიანებულია. შესაბამისად, ამ ყველაფრის მოწესრიგება, განახლება და რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია", - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძის თქმით, რადგან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთდროულად განხორციელება დედაქალაქში გარკვეულ პრობლემებს ქმნის,  თბილისის მუნიციპალიტეტი მათ ეტაპობრივად  ახორციელებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023