საზოგადოება
09/01/2023

წამლის პირველი ეროვნული ლაბორატორია რამდენიმე კვირაში ამოქმედდება

უახლოეს კვირებში ქვეყანას წამლის ხარისხის პირველი ეროვნული ლაბორატორია ექნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ლაბორატორია თბილისში, ასათიანის ქუჩაზე განთავსდება.

„წამლის ლაბორატორია, რეაბილიტაცია და აღჭურვა უკვე დასრულებულია, დასკვნით ფაზაშია პერსონალის ტრენინგის პროცესი და ვფიქრობთ, რომ უკვე 2023 წლის დასაწყისში – იანვარ-თებერვლის თვეში გაიხსნება წამლის ლაბორატორია. ლაბორატორია მაქსიმალურად გააკონტროლებს არა მხოლოდ რეგისტრირებულ მედიკამენტებს, რომლებიც ახლაა მიმოქცევაში, არამედ ახლადდარეგისტრირებულ წამლებსაც, რომელიც საქართველოში მომავალში შემოვა,“ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნის შესახებ საუბრები წლებია მიმდინარეობს.

ექსპერტების თქმით, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის კონტროლი და მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ასეთი ლაბორატორიის გარეშე შეუძლებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორია საშუალებას იძლევა ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებული მედიკამენტების ხარიხის კონტროლი ადგილზე მოხდეს და წამლის ნიმუშის საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროება აღარ იყოს.

jandacva.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023