საზოგადოება
08/06/2022

თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი თბილისის საკრებულოს შენობაში განთავსდება

თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი დედაქალაქის საკრებულოს შენობაში განთავსდება.

კახა კალაძის თქმით, მუზეუმისთვის გამოყოფილი ტერიტორიის პროექტირება წელს დაიწყება.

„თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ფონდში უნიკალური ნიმუშებია დაცული.  სასიხარულოა, რომ ის თბილისის ისტორიულ შენობაში განთავსდება. ყველას ექნება შესაძლებლობა, თოჯინების უნიკალური და ძვირფასი ნიმუშები დაათვალიეროს. მუზეუმის მოწყობის ხარჯები კი 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.