საზოგადოება
29/09/2020

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობაზე ₾6 მლნ დაიხარჯება

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს. იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.
 
პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, პროექტის ბიუჯეტი 5.9 მლნ ლარია. 
 
ტობავარჩხილის ტბა გამორჩეული ბუნების ძეგლია. მუნიციპალური განვითარების ფონდში იმედოვნებენ, რომ ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შემდეგ მეტი ვიზიტორი შეძლებს მის მონახულებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის და ტურისტული სერვისების განვითარებას.