საზოგადოება
02/06/2021

"თქვენ ხართ გასაგდები ამ თანამდებობიდან" - მამუკა ხაზარაძე კობა გვენეტაძეს

საპარტამენტო უმცირების წევრი, პარტია „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

სიტყვიერი დაპირისპირება კობა გვენეტაძესა და მამუკა ხაზარაძეს შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაიწყო, სადაც ხმაური „თიბისი ბანკის“ საქმეზე გასულ წლებში არსებულ დავას მოჰყვა.

„როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის პრეზიდენტი, თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რადგან არ გამოხვედით საჯაროდ არ თქვით, რომ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს იცავს თქვენივე დეპარტამენტის მიერ შემოწმებული დოკუმენტები 2008 და 2009 წლებში. ერთხელ არ გამოსულხართ და არ დაგიცვიათ, თუნდაც ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე რომ სიმართლე გეთქვათ - არანაირი ფულის გათეთრება იქ არ ყოფილა. იმიტომ რომ თქვენივე შემოწმება ამას ადასტურებს.

თქვენ ხართ გასაგდები იმ თანამდებობიდან. იმიტომ რომ თქვენ დაარღვიეთ ადამიანობის პრინციპები, დამალეთ თქვენი დეპარტამენტის და თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაო, დაფარეთ ეს ინფორმაცია. არ თქვით, რომ დასკვნების საფუძველზე არანაირი ფულის გათეთრება იქ არ არის და 12 წლიან საქმეზე გაგვიშვით. თქვენმა სიჩუმემ და თქვენი თანამშრომლების სიჩუმემ ეს შედეგი მოიტანა. როგორ გიძლებთ ნამუსი რომ ახლა გამოდიხართ ინფლაციაზე გვესაუბრებით. თქვენ ხართ პროკურატურის, ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილი და გახარიას ნაწილი“ - მიმართა მამუკა ხაზარაძემ კობა გვენეტაძეს.

სიტყიერი დაპირისპირების გამო, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მიკროფონები გათიშა. მამუკა ხაზარაძემ კი სხდომათა დარბაზი დატოვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022