საზოგადოება
22/10/2020

თიბისის სტუდენტური პროგრამა - "თიბისი კემპი" გრძელდება

თიბისის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის“ მეორე ნაკადი დაიწყო.

„თიბისი კემპი“ ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაშია ინტეგრირებული და მსურველებისთვის მასში ჩართვა ნებაყოფლობითია.

სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში პროგრამის სხვადასხვა ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან. შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებასთან იქნება კავშირში. ბოლო ეტაპზე კი ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგება, საბოლოო საინვესტიციო პროექტს წარადგენენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

ჟიურის რჩეულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცემა.

პროექტში ამ ეტაპზე 12 უნივერსიტეტია ჩართული:

· თავისუფალი უნივერსიტეტი

· საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

· კავკასიის უნივერსიტეტი

· ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

· ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

· ევროპის უნივერსიტეტი

· ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

· საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

· შავი ზღვის უნივერსიტეტი

· ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

· გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

· საქართველოს უნივერსიტეტი

პროექტი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას მიიღებენ, უკეთ გაეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022