საზოგადოება
27/05/2022

თიბისის "დამოუკიდებლობის სკოლა" ქართველი გმირების შესახებ თბილისში გრძელდება

თიბისი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის, 26 მაისის აღნიშნვას. დამოუკიდებლობის სკოლა, რომელიც მოიცავს საჯარო ლექციების სერიას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ პირველად თიბისიმ 2018 წელს გამართა. 5 წლის განმავლობაში უკვე ჩატარდა 20-ზე მეტი შეხვედრა.

წელს, დამოუკიდებლობის სკოლა პროექტ „გმირებს“ ეძღვნება, რომელიც თიბისიმ 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლის იუბილეს მიუძღვნა.  პროექტის ფარგლებში პირველად ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა შეიქმნა.  წელს კი კოლექციას  ათი ახალი ფიგურა შეემატება, რომლებიც იმ ქართველ გმირებს ეკუთვნის, ვინც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისა და მშვიდობისთვის დაუღალავად იბრძოდა.  სწორედ ამ ათ ქართველ გმირს ეძღვნება წლევანდელი დამოუკიდებლობის სკოლა.

საჯარო ლექცები უკვე ჩატარდა ლანჩუთსა და ქუთაისში, სადაც გმირების - ნოე ჟორდანიას, ამბროსი ხელაიასა და მარო მაყაშვილის შესახებ მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა და ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ ისაუბრეს. ხოლო ქუთაისში დავით აღმაშენებლ და თამარ მეფეს შესახებ საჯარო ლექციები ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა და პოეტმა დიანა ანფიმიადმა წაიკითხეს.

დამოუკიდებლობის სკოლა  დღეს დასრულდება - სამ ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლი უმასპინძლებს. ვახტანგ გორგასლის შესახებ მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი და ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი ისაუბრებენ, ამავე დღეს ექვთიმე თაყაიშვილს და დავით სარაჯიშვილს საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური და საქართველოს პარლამენტის ეროვნული არქივის დირექტორი ირაკლი იაკობაშვილი გაგვაცნობენ. საჯარო ლექციები 27 მაისს, 18.00 საათზე დაიწყება.

დამოუკიდებლობის სკოლა უკრაინული პოეზიის კითხვით დასრულდება, სოლიდარობის ნიშნად უკრაინელი ავტორების ლექსებს ქართველი პოეტები: რატი ამაღლობელი, პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი, შოთა იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძენატო ინგოროყვა და გიორგი ლობჟანიძე წაიკითხავენ.

გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ

დამოუკიდებლობის სკოლის ყველა ღონისძიება ღიაა ნებისმიერ მსურველისთვის და დასწრება თავისუფალია.