საზოგადოება
13/04/2022

თიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარი

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მარჯანიშვილის #7-ში სხვადასხვა საინტერესო კულტურულ და სახელოვნებო ღონისძიებებს მასპინძლობს. აქ, აღმოაჩენთ უამრავ საინტერესო ღონისძიებას, დაესწრებით სხვადასხვა თემატიკის შეხვედრებს ბიზნესის, ხელოვნებისა თუ კულტურის სფეროების მიმართულებით. გიზიარებთ თიბისი კონცეპტის კალენდარს შემდეგი ორი კვირის განმავლობაში. 

  1. მაუდის სახელოვნებო აუქციონი

11 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, MAUDI Booster აუქციონისთვის შერჩეული ნამუშევრების ექსპოზიციას უმასპინძლებს. წარმოდგენილი ნამუშევრები გამოიფინება პირველ და მეოთხე სართულზე და ექსპოზიცია 16 აპრილს, აუქციონით დასრულდება. MAUDI Booster საგამოფენო სივრცე - მაუდის მიერ ორგანიზებული პირველი აუქციონია, რომელიც თიბისი კონცეპტთან თანამშრომლობით ხორციელდება. აუქციონი და დაგეგმილი ექსპოზიცია წარმოადგენს თანამედროვე ხელოვანების მნიშვნელოვან ნამუშევრებს, რომლებიც ასახავს მათ მიმართებას არსებულ სოციალურ და კულტურულ გამოწვევებთან.

ნამუშევრების საერთო ექსპოზიცია შესაძლებელს ხდის, რომ ერთიან ჭრილში წარმოვაჩინოთ და წინა ხაზზე წამოვწიოთ საერთო კონტექსტები და თანაკვეთები, შესაბამისად ფართო მასშტაბით დავინახოთ ქართული სახელოვნებო სცენა.

აუქციონზე დასწრება შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ასევე, დისტანციურად. მონაწილეობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 14 აპრილისა

აუქციონის კატალოგის ნახვა შესაძლებელია ლინკზე:

  1. წიგნის კლუბი

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მდებარე ბიბლიოთეკა ყოველკვირეული წიგნის კლუბის შეხვედრების და საბას თაბამშრომლობის ფარგლებში, წიგნის კლუბის შეხვედრების განახლებული სერია იწყება.  13 აპრილს 19:00 საათზე შეხვედრებს უმასპინძლებს პოეტი და დრამატურგი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. წიგნის კლუბის სტუმარი, ამჯერად, მაია ცირამუა იქნება, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია. მისმა წიგნმა „ მშვიდობით, ძია გერშვინ“, 2020 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, ნომინაციაში - წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი. ალექსანდრე ლორთქიფანიძე და მაია ცირამუა წიგნის კლუბის სტუმრებთან ერთად, არაერთ კითხვას გასცემენ პასუხს:

  • რა არის ძალადობა? მოცემულობა თუ შეძენილი თვისება.
  • როგორ მოქმედებს ომი და ძალადობა ბავშვებზე, რომელთა ფსიქიკაც სწორედ ამ პირობებში ყალიბდება.

19 აპრილი:

წიგნის შესახებ:

„1984“ -ინგლისელი მწერლის ჯორჯ ორუელის მაგნუმ ოპუსია, რომელიც დღესაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად ითვლება მსოფლიოში. წიგნი ჯორჯ ორუელმა, რომლისთვისაც უცხო არ იყო არც საბჭოთა ტოტალიტარიზმი და არც ბრიტანული კოლონიალიზმი, 1948 წელს დაწერა, რითაც დისტოპიური რომანი ახალ საფეხურზე აიყვანა. მიიჩნევა, რომ ესაა წიგნი, რომლის არაერთი პასაჟი რეალობად იქცა, ხოლო ყველაზე უარესი ეპიზოდები, კი შეიძლება ერთ დღესაც ჩვენს გარშემო განვითარდეს. Და მაინც, არის თუ არა სინათლე გვირაბის ბოლოს? Ალტერნატიული შეხედულება - 1984, წიგნი გადარჩენის ყველაზე ნამდვილ და ერთადერთ გზაზე-სიყვარულზე.

აქტუალური თემები:

  • 1984 -გაფრთხილება თუ წინასწარმეტყველება?
  • დისტოპიური სამყარო- გამოგონილიდან რეალობამდე
  • სიყვარული, როგორც რევოლუცია
  • კულტები და სისტემები- დიდი ძმა, მტრის ხატი და ტოტალიტარიზმი

მომხსენებლის შესახებ:

პოეტი და დრამატურგი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სამი პოეტური კრებულის ავტორია, 2019 წელს, ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა, მისმა კრებულმა „დისტოპიესები“ ლიტერატურული პრემია „საბა“ მოიპოვა.

  1. წიქარა მუზეუმი მუზეუმში - გამოფენა 28 აპრილამდე

ილუსტრატორებთან ერთად ტურები: 15 და 16 აპრილი

1 აპრილიდან თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მე-2 სართულზე , თიბისის და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა წიქარა — მუზეუმი მუზეუმში.

პროექტის იდეის ავტორები, კურატორები და ილუსტრატორები არიან გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი. ექსპოზიცია აერთიანებს როგორც კურატორების, ისე თამარ ნადირაძის, ზურა მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძის და ნატო ბაგრატიონის ნამუშევრებს.

4 კვირის განმავლობაში ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ გამოფენას მარჯანიშვილის 7-ში, ყოველდღე, კვირის გარდა (დასვენების დღეებია 9 და 25 აპრილი), 10:00 დან 20:00 საათამდე. 

  1. ღონისძიებები თიბისი კონცეპტისა და Coaching Lab-ის თანამშრომლობის ფარგლებში

კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში, 14 აპრილიდან დაიწყება Coaching Lab-ის შეხვედრების სერია, რომელიც 4 სამუშაო სესიას მოიცავს შემდეგ თემებზე: ცვლილებების მართვა VUCA სამყაროში, ემოციების მართვა, კეთილდღეობა და თვით ლიდერობა კრიზისის დროს.

  • 14 აპრილი - ცვლილებების მართვა Vuca სამყაროში - ირინა ჭოჭუა
  • 21 აპრილი - ემოციების მართვა - ეკატერინე ბაბუნაშვილი.

სამუშაო სესიებს, თიბისი კონცეპტის მასპინძლობით, გაუძღვებიან ირინა ჭოჭუა, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, IFC-ის სერტიფიცირებული ქოუჩი, TED-ის სპიკერი და ნეიროქოუჩინგის პროგრამების ავტორი და ეკატერინე ბაბუნაშვილი, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი PCC და ბიზნეს ტრენერი, ICF საქართველოს წარმომადგენლობის პირველი პრეზიდენტი.

Coaching Lab-ის შექმნა 2017 წელს დაიწყო, როდესაც ფრაზამ “ადამიანური რესურსების ინჟინერია” პრაქტიკული და მნიშვნელოვანი შინაარსობრივი დატვირთვა მიიღო. კომპანიის მთავარი მისია არის ადამიანური პოტენციალის აღმოჩენა, კვლევა, განვითარება, ახალი გონებრივი სტრატეგიების შექმნა და მათი დანერგვა პოზიტიური ცვლილებებისთვის.