საზოგადოება
16/09/2020

თიბისი კაპიტალი: "იმუშავე საქართველოდან" პერსპექტიულია, თუმცა შეზღუდული მყისიერი ეფექტით

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, "იმუშავე საქართველოდან" პერსპექტიულია, თუმცა სავარაუდოდ, შეზღუდული მყისიერი ეფექტით.

კვლევაში რამდენიმე კონკრეტული არგუმენტია მოყვანილი, მათ შორის მობილური ინტერნეტისა და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე, საცხოვრებელი და ქირის ხარჯების ინდექსი, ადგილობრივი მსყიდველობითი უნარის ინდექსი.

ზოგიერთ მაჩვენებელში საქართველოს პოზიციები არცთუ სახარბიელოა.