თიბისი გამოფენა-გაყიდვა "მადლობა უკრაინას" მხარდამჭერია
თიბისი გამოფენა-გაყიდვა „მადლობა უკრაინა“-ს მხარდამჭერია. გამოფენა-გაყიდვას დიზაინ სტუდიო „ორი“ წარმოადგენს 14 და 15 მაისს, მერაბ კოსტავას #14, სასტუმრო რუმსში 16:00-22:00 საათამდე. გამოფენა გაიმართება თავისუფლებისთვის მებრძოლი, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად და მხარდასაჭერად.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი. თითოეული ავტორი, თავისი შემოქმედებით, ეხმიანება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებელ ფონდში.
ადგილზე დაგხვდებათ შემდეგი არტისტების ნამუშევრები: ანუკი კონიაშვილი, ანა ჩუბინიძე, ბექა ბერიძე, დანტე, ბაიკო ფირცხალაიშვილი, დათო მსახურაძე, ელენე ჭიჭაშვილი, გვანცა ჩიჯავაძე, ჯორჯ გეიმეზი, გიორგი ქვლივიძე, გიორგი ჯინჭარაძე, ირა კიმბერგი, ირაკლი თოიძე, მარი კახურიშვილი, ლევან ამაშუკელი, ლევან მამსიკაშვილი, ნათია კვარაცხელია, მუსია ქებურია, ნინო მეგრელიძე, ოთო მიქაძე, ნინუკა ცინცაძე, რუსლან ბერიძე, სალი ნიკოლაიშვილი, სანდრო ლალიაშვილი, თამუნზი, სოფო გურასპაშვილი, თენგიზ ბეგოიძე, ვანო საგინაშვილი, ვატო ქავთარაძე, მაშო მარგიშვილი, თამუნა წახნაკია, თითიშკა, გამეზა. მარიამ საშა, მარი კახურაშვილი, .
თიბისისთვის მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის გვერდში დგომა და დახმარება. სწორედ ამ მიზნით, იგი აქტიურადაა ჩართული უკრაინის მხარდაჭერის პროცესში და არაერთ აქტივობას ახორციელებს ამ მიმართულებით.