საზოგადოება
19/01/2021
თერჯოლაში სკოლის მშენებლობა 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტს მთავრობა მიერ 1.1 მლნ ლარით აფინანსებს და მას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
60 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.