ტექნოპარკში იტალიის კვლევებისა და ინოვაციების დღე აღინიშნა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში, იტალიის კვლევებისა და ინოვაციების დღე (Italian Innovation and Research Day) აღინიშნა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსიები იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც სთავაზობს იტალია ქართველ სტარტაპებს და სტუდენტებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც, რომლის გამარჯვებულებიც გაემგზავრებიან იტალიაში და გაივლიან სამთვიან უფასო სასწავლო ვიზიტს SPICI -ის FabriTech განყოფილებაში და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება 2018 წელს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC - ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ქართველი სტარტაპებისთვის უფასო ,,სასწავლო ვიზიტს იტალიაში“. პროექტი მესამე წელია ხორციელდება და მისი მიზანია, როგორც ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ასევე საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გაზიარება.