საზოგადოება
09/09/2020

თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა 1 თვით გადაიდო

თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა 1 თვით გადაიდო. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

„ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცალკეული შეზღუდვების დაწესების, კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში.

კერძოდ, რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება. აღნიშნული ობიექტები უნდა გახსნილიყო ნაწილი 15 სექტემბრიდან და ნაწილი პირველი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეტრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022