საზოგადოება
22/01/2021

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა მარტიდან განახლდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვტილებით, თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 1-ელი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა.

მინისტრის განცხადებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ელი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია -დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.