საზოგადოება
04/08/2021

თბილისში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ღამის საათებში გაიტანენ

თბილისის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დღის საათებში აღარ გაიტანენ. ამისთვის გამოყოფილია სპეციალური დრო- 22:00 საათიდან 06:00 საათამდე. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ეს პროექტი საპილოტედ მხოლოდ ცენტრალურ უბნებში განხორციელდა და საკმაოდ წარმატებითაც. 

“გვინდა, ამ პროექტის განხორციელება მთელი ქალაქის მასშტაბით დავიწყოთ. “თბილსერვის ჯგუფი“ უკვე მთლიანად მომზადებულია,ავტომობილები ყველანაირად გადაწყობილია ახალი სისტემისთვის“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 

თუმცა, მისი თქმით, არის ისეთი ქუჩები, რომლებიც დღის განმავლობაში საჭიროებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. შესაბამისად, აქაც ისეთი დროებია შერჩეული, რომ პიკის საათებს არ დაემთხვას. ასეთი ქუჩებიდან ნარჩენებს 10:30 საათიდან 05:00 საათიან პერიოდში გაიტანენ. 

კახა კალაძის ინფორმაციით, დაახლოებით 100 ერთეული სპეცტექნიკაა ამისთვის მობილიზებული. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022