საზოგადოება
30/12/2022

თბილისში პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე საზ.ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

თბილისში პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, პირველ და 7 იანვარს, 03:00 საათამდე მოემსახურება მგზავრებს. გახანგრძლივებულ საათებში, რა თქმა უნდა, მგზავრობა იქნება უფასო, რაც მისასალმებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ეს ეხებათ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, ვინც ახალი წლის ამ მნიშვნელოვან საათებში გააგრძელებს მუშაობას და მოემსახურება ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023