საზოგადოება
23/10/2020

თბილისში ხვალიდან მგზავრებს ახალი მიკროავტობუსები და ავტობუსები მოემსახურება

თბილისში ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები გამოჩნდება. 

12-მეტრიანი ავტობუსების დედაქალაქის ქუჩებში ხვალიდან მოემსახურება მგზავრებს. ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი ათ მიმართულებაზე გადანაწილდება. გარდა ავტობუსებისა, შესყიდულია FORD-ის დიზელის ძრავზე მომუშავე 300 მიკროავტობუსი.

ახალი ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით; ადაპტირებულია შშმ პირებისთვის - სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და აქვს გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლისთვის; არის თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა; აქვს როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

მიკროავტობუსში 17 დასაჯდომი ადგილია. მძღოლისა და წინა მგზავრისათვის განსაზღვრულია უსაფრთხოების ბალიშები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელზე დამონტაჟებულია სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები. მძღოლისა და მგზავრების ფანჯრები იღება ელექტრონულად. მიკროავტობუსები აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემებით, გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები. აღნიშნული მიკროავტობუსების სრულად შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 კალენდარული დღე.

2021 წელს, ასევე დაგეგმილია 180 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა.