საზოგადოება
09/09/2020

თბილისობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა

„თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა, - გადაწყვეტილება შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე უწყებათშორის კომისიამ მიიღო.

კახა კალაძის თქმით, ჩატარდება მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა.

„ყველამ იცით, რომ „თბილისობა“ ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ ღონისძიებების გადადება მოგვიწევს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, „თბილისობის“ ღონისძიებები გაუქმდება. ჩვენ ვიმუშავებთ კულტურის სამსახურთან, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომლებიც Live რეჟიმში გადაიცემა და მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, „თბილისობა 2020“-ის კონცერტები ტელევიზიით იხილოს“, -  განაცხადა კახა კალაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022