თბილისის შემოგარენში მიწებზე მოთხოვნა იზრდება - მომხმარებელი სუბურბანულ პროექტებს ირჩევს
თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე მოთხოვნა იზრდება.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2021 წელს თბილისსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი დანიშნულების მიწებზე დაახლოებით 2 000-მდე ტრანზაქცია დარეგისტრირდა, 40%-ით მეტი 2019 წელთან შედარებით. ფასები თითქმის ყველა დასახლებაში გაიზარდა, საშუალოდ დაახლოებით 30%-ით.
Colliers Georgia განმარტავს, რომ სუბურბანიზაცია განსაკუთრებით შესამნევია თბილისის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც ძირითადად ლისის, თხინვალას, წავკისის და ტაბახმელას მიმართულებით ხორციელდება. აღსანიშნავია, საგურამოს და მის შემოგარენში ორგანიზებული დაბალი განაშენიანების მიწოდების ზრდაც, არამარტო სააგარაკე არამედ მუდმივ საცხოვრებელი დანიშნულებით.
აღნიშნული სუბურბანული დასახლებები ორიენტირებულია ქალაქგარეთ - ეკოლოგიურ და ნაკლებად დაბინძურებულ გარემოში საცხოვრებელი და სააგარაკე უბნების შექმნაზე, მარტივად წვდომადია შესაბამისი ურბანული ცენტრებიდან და სრულადაა უზრუნველყოფილი საინჟინრო, საგზაო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით.
ამ ტიპის განაშენიანებას მომხმარებელი რამდენიმე მიზეზით ირჩევს, ეს არის მოქნილობა თავად შეადგინოს საკუთარი სახლის დიზაინი და გეგმარება მკაფიოდ გაწერილი რეგულაციების ფარგლებში.