საზოგადოება
01/11/2023
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს ახალი დირექტორი ჰყავს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი დირექტორი, კახა აბულაძე წარუდგინა.
მან კახა აბულაძეს აღნიშნული საქმიანობის წარმატებით განხორციელება უსურვა.
„კახა აბულაძე აქამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, მანამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. კახა აბულაძე მედიცინის დოქტორია და მშობლიურ უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ვფიქრობ, მის ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით მოახმარს ბაგა-ბაღების განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.