საზოგადოება
09/02/2023

თბილისის N37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

თბილისის N37 საჯარო ბაღში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ბაღის კონტინგენტი, საიჯარო ფართის შერჩევამდე, ახლომდებარე ბაღებში გადანაწილდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ  ჩატარებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული.

ექსპერტიზის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შენობა არ არის ავარიულ მდგომარეობაში და მისი ნგრევის საშიშროება არ არსებობს, შენობის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები სწრაფად პროგრესირებს, მისი ექსპლუატაცია, გამაგრების ღონისძიებების ჩატარებამდე, არასაიმედოა.

„N37 საბავშვო ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. წარსულში ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ შენობის ჯდენითი დეფორმაციები კვლავ გრძელდება, რის გამოც არსებული დაზიანებები სწრაფი ტემპით პროგრესირებს და ვითარდება ახალი დაზიანებები.  აღნიშნული კი იწვევს ბაღის შენობის ტექნიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უმოკლეს ვადებში შენობას ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები, დეტალური კვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით,“ - ნათქვამია საექსპერტო დასკვნაში.

N37 საბავშვო ბაღის შენობა ისნის რაიონში, გოჩა ონაშვილის ქუჩაზე 2016 წელს აშენდა და გაიხსნა. ბაღი 587 აღსაზრდელს ემსახურება. ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებს მშობლების სურვილისამებრ,  დროებით, ახლომდებარე ბაღებში რეგისტრაციას შესთავაზებს, საიჯარო ფართის შერჩევის შემდეგ, ბაღი კონკრეტულ შენობა-ნაგებობაში  გააგრძელებს ფუნქციონირებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023