საზოგადოება
25/05/2022

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის  უფროსმა  გიორგი აბუთიძემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

"მინდა, გიორგი აბუთიძეს ძალიან მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა, გულწრფელად მინდა, წარმატებები გისურვო იქ, სადაც მიდიხარ. გულწრფელი მადლობა ჩვენგან გაწეული შრომისთვის, გათენებული ღამეებისთვის, ნერვიულობისთვისაც, თუმცა, ბევრი კარგი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული, რაც, რა თქმა უნდა, ეტყობა ჩვენს ქალაქს", - განაცხადა კახა კალაძემ.   

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურა უახლოეს მომავალში დასახელდება.