საზოგადოება
08/09/2022

თბილისის მერიამ მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავა

თბილისის მერიამ მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით მუნიციპალიტეტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და შპს "თბილსერვის ჯგუფს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების შედეგად, დედაქალაქის ნაგავსაყრელ პოლიგონზე ნარჩენების დახარისხების (სორტირების) ხაზი და გაზშემკრები სისტემა მოეწყობა.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რა ვითარება გვაქვს ნაგავსაყრელზე და ამ პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაწერილია გრაფიკი, თუ რომელი პროექტი რა ეტაპზე უნდა განხორციელდეს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუდმივად მხარს უჭერს ქალაქის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. ამგვარად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, რომელიც ნარჩენების დახარისხებასა და რეციკლირებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება გაზშემკრების სისტემის მოწყობას, კახა კალაძის თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან დახარისხებული ნარჩენების დამუშავების შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდება. 

"გაზშემკრები სისტემის მოწყობა, უმთავრესად ორიენტირებულია, მწვავე გარემოსდაცვითი საკითხების აღმოსაფხვრელად და საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის ევრო სტანდარტებთან დასაახლოებლად, რაც თავისთავად გაზრდის პოლიგონის არსებობისა და ფუნქციონირების რესურს. 

ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ამ მასალის ამოღებით, როგორც ბიოგაზის,  ასევე დახარისხებული ნარჩენების სახით, რაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გროვდება, შესაძლებელია ეკონომიკური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება. ყველა განვითარებულ ქალაქში ნაგავსაყრელზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა. ეს შეიძლება იყოს მიღებული გაზით გამომუშავებული ელექტროენერგია. ჩვენ ამ პროექტებს ეტაპობრივად განვახორციელებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023